1მაისს ასოციაცია ,,ბალავარი -საგანმანათლებლო რეფორმების ცენტრმა”
საქართველოში ჩაატარა საერთაშორისო მათემატიკური თამაშ-კონკურსი ,,კენგურუ-2010″
(ეს კონკურსი 1997 წლიდან იმართება საქართველოშიც), კონკურსის დევიზია:
მათემატიკა- ყველასთვის!
მე-4 კლასელთა ტესტი 24 ამოცანისაგან შედგებოდა, 8 ამოცანა 3 ქულით ფასდებოდა, შემდეგი 8ამოცანა 4 ქულით და ბოლო რვა, ყველაზე რთულები 5 ქულით. ამ 24 ამოცანისათვის დრო 1 სთ 15 წთ გვქონდა. ამოცანები შარშანდელთან შედარებით უფრო მარტივი მგონია რომ იყო, თანაც მაშინდელივით სიცხე მქონდა, ოღონდ 40-ის მაგივრად 38 , ასევე შარშანდელთან შედარებით არაჩვეულებრივად კარგ პირობებში ჩატარდა წელს, დროულად დაგვირიგდა ბილეთები ( მაშინ 2 სთ ველოდეთ) და წყნარად ვიმუშავეთ , ჩემთან ერთად ოთახში 25-30 ბავშვი იჯდა , კონკურსში ჩემი ერთი კლასელი ნიკაც მონაწილეობდა (წინა წლებთან შედარებით კონკურსანტების რაოდენობა ძალიან შემცირებულია).
ჩემი შედეგები შარშანდელთან შედარებით გაუმჯობესებულია, (თუმცა 14 ქულა ელემენტარული უყურადღებობების გამო მაინც დავკარგე) 😦
ესეც საჩუქრები Read the rest of this entry »