სიტყვის სალარო

მე-4 კლასში შესწავლილი სიტყვები და ფრაზები:

შენს  პირში ჩემი მტერი ჩავარდა -შენი სალაპარაკო ჩემი მტერი გახდეს;ყველას აძაგებ, კარგს არავისზე ამბობ.

უცხვირპირო – უხასიათო.

უსულგულო -გულცივი, უგულო.

პირშავი – შერცხვენილი, უსინდისო.

რუმბივით გაგიხდი ცხვირ-პირს – ცხვირ-პირს დაგისიებ.

.უკიდეგანო – ვრცელი, ძალიან დიდი.

გისოსები – ლითონის ბადე.

გაჯგიმული – გაჭიმული.

დაატუსაღეთ – დააპატიმრეთ.

ტუსაღი – პატიმარი.

გააცუცურაკებს – მოატყუებს.

ფლიდი –  მატყუარა.

ფლიდობა – მატყუარობა.

ავყია – ავის მთქმელი, ბილწსიტყვაობის მოყვარული.

აყალმაყალი – ჩხუბი, აურზაური, დავიდარაბა.

ფრთამალი – სწრაფი.

.გავცეცდი – გავოცდი, დავიბენი.

ხუცური, მხედრული – ქართული ანბანის სახეები.

თვალი გატეხილი მქონდა – თვალი შეჩვეული მქონდა.

შორს დაიჭირა –  უარი თქვა.

გადაუსხვაფერდა – შეეცვალა.

.გუთანი – მიწის სახნავი იარაღი ძველად.

ბარ-საკვეთი – სასოფლო-სამეურნეო იარაღებია.

გულის ვითარება – გულის ტკივილი.

ეჩო – ხის სათლელი იარაღი.

ბალანი – ბეწვი, თმა.

მისნობა – ჯადოქრობა.

სახტად დარჩა –  გაოცდა.

.მცნება – რჩევა, დარიგება *

თავს – თავიდან, დასაწყისში.

ბოლოჟამ – ბოლოს.

შვება – სიხარული *

ვნება – ტანჯვა *

მას გეცილების ვერავინ – მას ვერავინ წაგართმევს.

საუნჯე – სიმდიდრე.

უხილავი საუნჯე – სიმდიდრე, რომელიც თვალით არ ჩანს.

.მოვიდოდეს – მოდიოდნენ.

შიგან ჭასა – ჭაში. ზედა მიდგა.

ჩაჰყიოდა – ჩასძახოდა.

იზახის – იძახის.

მოსახმელად – მოსატანად.

მწადსო, თუმცა ამოგზიდე – მინდა, რომ ამოგიყვანო.

მას ქვეშეთსა – ქვევით მყოფს.

გაეცინნეს – გაეცინა.

შემოჰყივლა – შემოუძახა.

.ლივლივებენ – ტივტივებენ.

ტბორი – ჩაგუბებული წყალი.

ჯაფარა –  ჩხიკვი.

ზღმატრლი – ტყის ხილი.

აბედა სოკო – ხის სოკო.

თალხი – შავი, სამგლოვიარო ფერი.

.ქათიბი – ქალის ზედა ტანსაცმელი, ბეწვმოვლებული.

ჩლიქები – სქელი რწოვანი წამონაზარდი ზოგიერთი ძუძუმწოვრის (ძროხა, ცხვარი, შველი…) ფეხის ბოლოზე.

ვსრუტავ – ვსვავ, ვწრუპავ.

შამბი – ეკლიანი ბალახი.

უხვედრი – ძნელად მისაგნები.

.ეწადა – უნდოდა.

ბეჩავი –  საწყალი.

ყოვები – ყვავები.

თორო – თორემ.

.ცისკარი – განთიადი.

ხრიოკი – მოტიტვლებული ადგილი, სადაც მცენარე არ ხარობს.

გარინდება – გაჩუმება.

კლდის ნიში – გამოღმავებული ადგილი კლდეში.

შვერილი – გამოშვერილი ადგილი *

კლდის შვერილი – კლდიდან გამოშვერილი ადგილი.

.მაჩუბი – სვანური კოშკი.

თუჯი -ლითონის ნაირსახეობა,ფოლადზე უფრო მყარი.

დილეგი   – საპყრობილე.

კუდამოძუებული -შერცხვენილი * .

მწუხრი – საღამოს ბინდი.

მეხრე – ხარების გამრეკავი.

ზეგანი -ვაკე ადგილი მთაზე, მაღლობი.

ბურვაკი – დიდი გოჭი (სამი თვიდან წლამდე) .

ჩაბალახი – ქსოვლის წოწოლა, გრძელტოტებიანი თავსაბურავი: ყაბალახი.

.შეჭირხლული -ჭირხლით დაფარული.

ჭირხლი – მცენარეზე ან სხვა საგნებზე შეყინული ორთქლი.

თრთვილი – შეყინული ცვარი, ორთქლი, რომელიც გაცივებულ მიწაზე (ბალახზე, ხეებზე…) დევს თხელ ფენად.

ცირცელი – საშუალო სიმაღლის ხე ვარდისებრთა ოჯახისა, რომელიც იკეთებს ქოლგისმაგვარ თეთრ ყვავილებს, ისხამს კაშკაშა ფერის მწკლარტე ნაყოფს, იზრდება მთის ტყეებში.

ძახველი – საშუალო სიდიდის ბუჩქი, რომელიც იზრდება ტყეებში და ისხამს მომჟავო გემოს მწონე წითელ ნაყოფს.

ბოლქვი – ზოგი ბოსტნეუისა და ბალახოვანი მცენარის მსხვილი, მომრგვალო ძირი (მაგ.: ხახვის ბოლქვი).

ჯაგანი – გრძლად ასხმული ყურძნის მტევნები.

აკიდო – ვაზის მოკლედ აჭრილი წყვილმტევნიანი ტოტი.

ჩხა –  ვაზის მოკლედ აჭრილი მრავალმტევნიანი ტოტი.

გალა – გასაშრობად და შესანახად გრძლად დაწნული ზოგი ბოსტნეული  (უმთავრესად ხახვი და ნიორი).

სარეველა მცენარე – ნათესებში გამორეული ველური ბალახი, რომელიც უშლის ნათესს ზრდას.

.ყასიდად გაცხარდა – მოსაჩვენებლად გამრაზდა.

.ღიჭა – ეკლიანი ბალახი .

უსიერი ტყე – გაუვალი, უღრანი ტყე.

იმასლაათეს – ისაუბრეს, ილაპარაკეს.

მასლაათი – საუბარი, ლაპარაკი.

ჩულები – ძონძები *

უკაცრიელი ადგილი  –  დაუსახლებელი ადგილი.

ასულდგმულებს – აძლებინებს.

.ფაფახი – ბეწვიანი ტყავის მაღალი ქუდი.

ფაეტონი – გადასახსნელსახურავიანი მსუბუქი ეტლი.

კინტო – ხელზე მოვაჭრე ძველ თბილისში, გამოირჩეოდა თავისებური ჩაცმა-დახურვითა და სიტყვა-პასუხით.

ყოჩი – მამალი ცხვარი, ვერძი ერკემალი;ძველ თბილისში ძალზე გავრცელებული იყო ყოჩების ჩხუბი.

უგერგილოდ – მოუხერხებლად.

არღანი – მექანიკური საკრავი, წარმოადგენს დიდ ყუთს, რომელსაც ღვედებით იკიდებდნენ მხარზე; უკრავდნენ სახელურის ტრიალით.

ერდო – დატკეპნილი მიწის ბრტყელი სახურავი ძველებური სახლისა; ბანი.

გუმანი – აზრი, ფიქრი, ვარაუდი.

ეზმანებოდა – ეჩვენებოდა *

ქოქოლას აყრიდნენ – უწყრებოდნენ * .

მთვარეული -ადამიანი, რომელსაც ძილში სიარული სჩვევია.

.ლეგენდა – ხალხური გადმოცემა, თქმულება.

ულაყი – მამალი ცხენი.

ფლოქვი – ჩლიქი; სქელი , რქოვანი წანაზარდი ზოგიერთი ძუძუმწოვრის ფეხის ბოლოზე.

სახლთუხუცესი – სამეფო კარის უფროსი ვეზირი.

ბაზიერი – სანადირო ფრინველთა მწვრთნელი, დამგეშავი.

მეში – მკლავზე გადაკრული ტყავი შავარდენის კლანჭებისაგან დასაცავად.

.მჩუტე – ფშუტე; რასაც გული არა აქვს (კაკალი, თავთავი…)

შუკა – ორღობე, სოფლის ვიწრო გზა.

ჭოლოკი – მოკლე კეტი (იყენებენ ხეზე სასროლად და ხილის ჩამისაგდებად).

ნალია – სასიმინდე

ხეჭეჭური – მსხლის ჯიში .

.მერმისი – მომავალი

გვასულდგმულებს – გვაცოცხლებს, გვაძლებინებს

ვარამი – დარდი

ლაზათი – სილამაზე   *

ასპარეზი – მოქმედების, მოღვაწეობის არე, ადგილი

.გარინდდება – გაჩუმდება

ნამორი – კუნძი, ჯირკი

გაკირჩხლული – გაყინული

თავბრუდამხვევი სისწრაფით – ძალიან სწრაფად .

.უმწეოდ – უღონოდ

მკვახედ ჰკითხა –  უხეშად, გაბრაზებულმა ჰკითხა

ღორღიანი გზა – ღორღით დაფარული გზა.

ღორღი – წვრილი ქვა

აენთო – გაბრაზდა *

.ღვაწლმოსილი – დამსახურებული, საქვეყნო საქმისთვის თავდადებული

დასტა – გროვა *

ნახირი – საქონელი

პირგამეხებული – განრისხებული, გაჯავრებული

ქანცგაწყვეტილი – ძლიერ დაღლილი

ხაფი ხმა – ძლიერი, მჭექარე, ზარდამცემი ხმა

მაშვრალი – დაღლილი, დაქანცული

მეხისმტეხელი მახვილი – უძლეველი მახვილი .

.ყოველმან – ყველამ

წყალობა ჰყავით – სიკეთე ჰქენით.

მიუტევები – მიუტევებელი, უპატიებელი.

ღირსმსახურებდი – ღირსეულად ემსახურებოდი

ნიკოფსია, დარუბანდი  – საქართველოს საზღვრები დავით აღმაშენებლის დროს

ოდით – ძველად

ვერსით – ვერსად

.მელექსე-საზანდარი   –  ლექსების მთქმელი

ბაირაღი – დროშა

ლამობდნენ – ცდილობდნენ

.ჩარდახიანი ურმები – გადახურული ურმები

კერკეტა ციხე – აუღებელი ციხე

მომხდური – თავდამსხმელი, მტერი

მეციხოვნე – ციხის დამცველი

ქოსა – უწვერული

ხილაბანდი – თავსაფარი

ქონგური – ციხესიმაგრის გალავანზე დაშენებული დაკბილული სვეტები

დუღაბი – ცემენტისა და სხვა  შემკვრელი ნივთიერების  (კირის, ქვიშის…)წყალთან შერევით მიღებული სქელი მასა, იყენებენ მშენებლობაში

ურდო – შემოსეული დამპყრობელი ჯარი, მტრის ლაშქარი *

.ლელო – ბრძოლის ველი *

.დაქვეითდა – ცხენიდან ჩამოხტა

მოუხმო – დაუძახა

თუმანი, აბაზი –  ფულის ერთეულებიძველად

ნახელავი – ვინმეს ხელით გაკეთებული, შექმნილი

.ნეკერი – კვირტებიანი ხის ნორჩი ტოტები

ვაცი – ყოჩი, ფარის წინამძღოლი

ციცაბო – ძალზე დაქანებული

ძეძვნარი – ეკლიანი ბუჩქნარი

ძეძვი  –  ეკლიანი მცენარე

გაეხირა – გაეჩხირა *

რევმატიზმი – დაავადება, რომელიც ძირითადა ხანდაზმულებს ემართებათ

ფონი – მდინარეში გასასვლელი ადგილი, სადაც წყალი თხელია

ბაკი – საქონლის სადგომი

უგვანი – უმგავსო, ცუდი

.პირმოთნე,ლაქუცა – პირფერი, ფარისეველი

შვეშემდომი – ხელქვეითი

თვითნებური საქციელი – საქციელი, რომელიც მხოლოდ საკუთარ სურვილზეა დამყარებული; როცა სხვას ანგარიშს არ უწევენ

საწინდარი – წინაპირობა*

წარმატების საწინდარი – წარმატების წინაპირობა

მეჭურჭლეთუხუცესი –  სახელმწიფო სალაროს გამგე

საგონებელში ჩაცვივდნენ – შეფიქრიანდნენ

ამბარი – დიდი ტევადობის სათავსი ხორბლეულის შესანახად

საწყავი – მარცვლეულის რაოდენობის გასარკვევი ჭურჭელი

.თვალი ზედ რჩებოდა – ძალიან მოსწონდა

დასახიჩრებული – დამახინჯებული

გამიკითხე – დამეხმარე*

სახტად დარჩენილი – გაოცებული

სახტად დარჩა – გაოცდა

შემწეობა – დახმარება

დამტყუე – მოტყუებით წამართვი

.მარჩილი – ფულის ერთეული ძველად (ვერცხლის მონეტა)

ხალიფა – არაბთა მეფე

დაკოდილი – დაჭრილი

გესლიანი – შხამიანი

გესლი – შხამი

ძუ ლომი –  დედა ლომი

.თვალწარმტაცი –  ძალიან ლამაზი

ჯმუხი – დაბალ-დაბალი და ჩასხმული

ძელქვა – ხის ჯიში, ძალიან მაგარი მერქანი აქვს

კირქვა – ნალექი ქანი, რომელიც კირს შეიცავს

შრე – ფენა

ლამი – წყლის დანალექი წმინდა სილა

.ლურჯი თაღი – ცა*

კეკლუცი – ლამაზი

გამალებით – სწრაფად

მონუსხული – მოჯადოებული, გაოცებული *

აინუნშიც არ ჩააგდო –  არაფრად ჩააგდო

.ღობემძვრალა – რუხი ფერის პატარა ჩიტი, ბეღურის მსგავსი; ჭინჭრაქა

ყველა ჯურის – ყველა ჯიშის

გაისუსნენ – გაოცდნენ

მოლაღური – შავი და ყვითელი ფერით შემოსილი მგალობელი ფრინველი

.ნარჩიტა,ჩიტბატონა,ჭიჭკანა,ბოლოქანქალა,ნიბლია – მცირე ზომის გარეული ფრინველები

გულისაბა – დეკორატიული მცენარე, აქვს მრავალნაირად შეფერილი ყვავილები

ღვია – მარადმწვანე მცენარე

აფორიაქდა – შეშფოთდა

ფეხი გადაესერა – ფეხი გაეჭრა

მალე მოიხედა – მალე გამომჯობინდა, გამოჯანმრთელდა

ოშოშა, ფურისულა – მინდვრის ყვავილებია

.მგოსანი – მომღერალი

ღლაპი – ახლად გამოჩეკილი შეუბუმბლავი ბარტყი

ასავსავებენ – არხევენ, აქეთ-იქით იქნევენ

ამაოდ – უშედეგოდ

თამელი – ველური მცენარე, იზრდება ბუჩქად, ისხამს ზღმარტლის მსგავს ნაყიფს

.დუდგულა – ბუჩქოვანი მცენარე

მამცვრევენ – წვეთწვეთობით მასხამენ .

.მესხვაფერა – სხვანაირი მომეჩვენა

სასოება – იმედი

მაყრული – სიმღერა, რომელსაც ქორწილში მღერიან

.ცვრიანა – ჭაობის მცენარე, მწერიჭამია

ცხიმური – ჭაობის მცენარე

.გენუა – იტალიის უძველესი ქალაქი

შტორმი – ძლიერი ღელვა ზღვაზე

ილტვოდა – იწევდა, სურდა წასვლა *

.უდაბური – დაუსახლებელი

სტატუსი – მდგომარეობა

მონეტა – ლითონის ფული

დენთი – თოფის წამალი

ფლოტი – რომელიმე ქვეყნის გემების ერთობლიობა

საპორტო ქალაქი – ნავსადგური

გავარვარებული – ძალზე ცხელი, გახურებული

.ჯიღა – გვირგვინი

ერცახუ – მთის სახელწოდება

ზათქი – დიდი ხმაური

ზვავი – ზევიდან დიდ გროვად წამოსული ჩამორღვეული თოვლი ან მიწა

ბუღი – ავარდნილი მტვერი, ბურუსი*

ბადიში -შვილიშვილი      (გურულად)

ნაგრამი – შთამომავლობა (გურ)

რძე გაექცა – რძე გადმოუვიდა

ოდა – ხის სახლი

კოდორი,ფსოუ,კელაკური,მოქვი,ღალიძგა,მაჭარა -იმ მდინარეების სახელები, რომლებიც კავკასიონზე იღებენ სათავეს

.მწუხრი – საღამოს ბინდი, შეღამება

სევდა – დარდი, ნაღველი

საუნჯე – სიმდიდრე

.სფერო – მრგვალი ფორმის გეომეტრიული სხეული

ბადრო – მრგვალი, ბრტყელი ლითონი, გამოიყენება სპორტში მანძილზე სასროლად

გამლღვალი – გამდნარი

.ფლატე – ხევის ჩამონგრეული ნაპირი

ქამანდი – ცხოველების დასაჭერი ყულფიანი თოკი

მღვიმე  – გამოქვაბული

ქიმი – კლდის გამოშვერილი,  წაწვეტილი ნაწილი

დაკენწლა – ოდნავ დაჭრა, გაკაწრა

.კახაბერი – გმირი*

ტრფობა – სიყვარული

ჭანეთი, კლარჯეთი – საქართველოს უძველესი კუთხეები, რომლებიც დღეს ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთაა (თურქეთში) მოქცეული

.ჰოროსკოპი – ვარსკვლავთა განლაგების ცხრილი

.უჩინმაჩინი – ვინც გაუჩინარებულია და არ ჩანს

შტაბელი – წესიერი ფორმით დაწყობილი საშენი მასალა, შეშა

.გმინვა – კვნესა

განგრენა – მძიმე დაავადება, რასაც ხშირად კიდურის მოჭრაც კი შეიძლება მოჰყვეს

მუგუზალი – ცეცხლწაკიდებული შეშა

გულს მოეფონა – გულზე მოეშვა, დამშვიდდა

.ხანდაზმული – მოხუცი,ხნიერი, ხანში შესული

განრისხდა, გაცეცხლდა – გაბრაზდა

შეცბუნებული – შემკრთალი, შეშინებული, შეშფოთებული

ძლევამოსილი – ძლიერი

ინავლებოდა – იფერფლებოდა

კვერი დაუკრა – დაეთანხმა

.ნეტარა – ნეტავ

უბედობა – უბედურება

დიაცურად – ქალურად, ქალივით

დიაცი – ქალი (კუთხ)

.ფრაკი – მამაკაცის პიჯაკი, რომელსაც უკან გრძელი და ვიწრო კალთები აქვს

პლედი – დიდი და სქელი შალი, იყენებენ საბნის მაგივრადაც

ნადიმი – დიდი წვეულება, ლხინი, ქეიფი

მონადიმე – მოქეიფე

წარმომავლობა – სადაურობა, ვინაობა

გაუავდრდა – ცუდი ამინდი დაუდგა

ავდარი – ცუდი ამინდი

შუქურა – კოშკი, რომელზეც მოთავსებულია სასიგნალო შუქი;აღმართულია ზღვის ნაპირზე გემებისათვის გზის საჩვენებლად

ოხშივარი – ორთქლი, რომელიც ასდის ცხელ , გახურებულ საგანს

.გამყინავი ხმა – მაღალი, წვრილი, მყივანა ხმა

გული აუფორიაქდება- აღელდება, შეშფოთდება

გუმანი – აზრი, ფიქრი, ვარაუდი

ჟიპიტაური – შინაური სუსტი არაყი

უდასტურებს  – ეთანხმება

.ჩახავებული – ჩახრინწული

მედგარი – გამბედავი

ყურისწამღები აურზაური – გამაყრუებელი ხმაური

ქინჩი – (იმერ)იგივეა, რაც ქეჩო –  ცხოველის კისრის ზედა ნაწილი

გულამოვარდნილი – ძალიან შეშფოთებული *

ხელკეტი – მოკლე მსხვილი ჯოხი

კომბალი – მრგვალთავიანი დიდ ჯოხი

კეტი – დიდი, მსხვილი ჯოხი

ჭოლოკი – მოკლე, მსხვილი ჯოხი ხეზე სასროლად

წკეპლა – წვრილი მოქნილი ჯოხი

სახრე –  საქონლის გასარეკი მოქნილი ჯოხი

ყავარჯენი  – საბჯენი ჯოხი

ხალა – კაკლის საბერტყი ჯოხით

ახავლდა, ხავხავებდა – ჩახლეჩილი ხმით ყეფდა

შაბიამანი – ცისფერი კრისტალური ნივთიერება, იყენებენ მცენარების შესაწამლად

გოგირდი – ყვითელი, ადვილად აალებადი კრისტალური ნივთიერება, იყენებენ ტექნიკასა და მედიცინაში

თელიანი – თელების ტყე; ადგილი სადაც ბევრი თელაა დარგული

უილაჯოდ – უღონოდ

უდიერად – მოურიდებლად, ცუდად

. თუნგულა – წყლის ჭურჭილი

შემორაგული – შემოღობილი (იმერ)

კოინდარი – ბალახის ჯიში

უჩინარი – თვალით უხილავი

ალმური ასდიოდა – სახე ასწითლებოდა

ტაბლა – მცირე ზომის პატარა მაგიდა

ხელადა –  ღვინის ჭურჭელი

კერა – ოჯახი

.უსუსურობა –  სისუსტე

ჩოჩორი – მწყრის ნაშიერი

ღიღველა – შეუბუმბლავი, ახლად გამოჩეკილი

ლაპი -ხოხბის ნაშიერი

ბახალა – ყვავის ნაშიერი

ხუნდი – მტრედისა და გვრიტის ნაშიერი

ბჟიტი – წეროს ნაშიერი

ქულა – შავარდენის ნაშიერი

მართვე – არწივის ნაშიერი .

*****************************************************

შედგენილია მე-4 კლასის ქართულის სახელმძღვანელოს მიხედვით

აღნიშვნა * ნიშნავს —აქ.(ე. ი . ტექსტში)

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: