სიტყვის სალარო – 5

მე-5 კლასში შესასწავლი სიტყვები და ფრაზები:

I

ზვარი – დიდი ვენახი.

დაღესტანი – საქართველოს მეზობელი ქვეყანა.მდებარეობს ჩრდილოეთ კავკასიაში.

ქვითკირი – ერთად შედუღაბებული ქვა და კირი.

.აყრილი – ტანაყრილი, გაზრდილი.

თარი – აღმოსავლორი სიმებიანი საკრავი.

.ლეკები – დაღესტნის მკვიდრი ხალხების საერთო სახელი.

.ბაჯაჯგუნა – დაბალი, სქელი, უშნო ადამიანი.

წყალწაღებული – უბედური, საცოდავი, უვარგისი.

აბუჩად აგდებული – არარად მიჩნეული, დამცირებული.

სახლობა – ოჯახი

გამდელი – ძიძა

.უსულდგმულოდ – უგულოდ.

ქუდზე კაცს – ყველა მამაკაცს.

ნაიბი – ძველად ჩრდილო კავკასიაში კუთხის მმართველი.

.კარაპანი – სახლის უკედლო დერეფანი.

ფეშქაში – საჩუქარი, ძღვენი.

.აწმდგომი – ახლანდელი დრო, აწმყო.

.დილა სისხამზე – ადრე დილით.

ახლად შეღერებული –  წამოზრდილი.

.საგონებელი – საფიქრებელი, სადარდებელი.

ჩაბეჭდილებანი  და ჩასახულებანი –  შთაბეჭდილებები.

.მაცხოვარი – მხსნელი, იესო ქრისტე.

ენკენისთვე – სექტემბერი

.მოყვასი – მოძმე, მახლობელი.

.ბატონები – ბავშვთა გადამდები დაავადებების (წითელა, ქუნთრუშა, წითურა)ხალხური სახელწოდებები.

.ლალი – წითეი ფერის ძვირფასი თვალი.

ჭვირს – ჩანს

II

ბარდნალა – სოფელი ცაგერის რაიონში.

.წნორი – ტირიფის ერთერთი სახეობა, იზრდება წყლის პირებზე.

ფშატი – საშუალო სიმაღლის ხე. აქვს ვიწრო, მოვერცხლისფრო ფოთლები, წვრილიყვითელი სურნელოვანი ყვავილები, შინდის ფორმის ნაყოფი, რომლის გული ფქვილივით იშლება.

.ომნიბული – ცხენშებმულიმრავალადგილიანი კარეტა, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა.

ჟალტამი – მაღალი და მსხვილი ბალახი.

III

შუღლი – ქიშპობა, მტრობა, ჩხუბი.

ბჟირდებიან – სუნთქვა ეკვრით.

.ფენონდოსკოპი (სწორი ფორმაა ფონენდოსკოპი) – სამედიცინო ხელსაწყო გულისა და ფილტვების მოსასმენად.

.კატაბალახა – დამამშვიდებელი მოქმედების სამკურნალო მცენარე.

.პარპალი -ალის ნელი რხევა, თრთოლა.

.,,სამიტი ” ქარ თულად ,,მწვერვალს ” ნიშნავს.ასეთი სახელწოდებით ავტორი დასცინის პატარა ქალაქის მოსახლეობის ამპარტავნობას.

მევახშე –  ადამიანი, რომელიც ფულს გაასესხებს პროცენტით.

მილი – სიგრძის საზომი ერთეული ამერიკაში.უდრის დაახლოებით 1,6 კმ -ს.

ტრამალი – ბალახით დაფარული ვრცელი ვაკე ადგილი,-ველი, მინდორი.

.ომის ბილიკებიდან -ბრძოლიდან (ომის ბილიკზე დადგომას ინდიელები ომში წასვლას ეძახდენენ).

შაშხი – დამარილებული და გამხმარი ხორცი.

.სკალპი – თავის კანი თმებიანად, რომელსაც აძრობდნენ დამარცხებულ მტერს (ჩვეულებად ჰქონდათ ინდიელებს).

.დავითი – ბიბლიური პარსონაჟი, ებრაელთა მეფე, რომელმაც ბრძოლაში მტრის საუკეთესო მებრძოლი გოლიათი დაამარცხა შურდულით.

ნოკაუტი – კრივში: მდგომარეობა, როდესაც მოკრივეს მოწინააღმდეგის დარტყმის გამო ათი წამის განმავლობაში ფეხზე ადგომა არ შეუძლია.

.მეფე ჰეროდე – იუდეველთა მეფე, რომელიც ძალიან სასტიკი იყო და რომელმაც, ბიბლიური გადმოცემით, ბეთლემში, სადაც ქრისტე იშვა, ყველა ყრმა დაახოცვინა.

გირვანქა – წონის ერთეული-უდრის დაახლოებით 410გრ.

ყაბულსა ვარ – თანახმა ვარ.

ესკვაირი – მოქალაქის საპატიო ტიტული ინგლისსა და ამერიკაში.

.გოჯი  – მანძილი ცერის ბოლო სახსრიდან ფრჩხილის წვერამდე, იხმარებოდა სიგრძის გასაზომად (უდრის დაახლოებით 4 სმ.).

ფუტი – სიგრძის ინგლისური ერთეული; უდრის დაახლოებით 30,5 სმ – ს.

ქრონიკული  – რაც დიდხანს გრძელდება, ხანგრძლივი პროცესი. მაგ: ქრონიკული დაავადება.

ოპერაცია – ცალკეული მოქმედებები მიზნის მისაღწევად *.

.ბედლამი –  ფსიქიკურად ადაავადებულთა სახლის სახელწოდება ლონდონში.

მამა აბრამის ბატკანი – გადატანითი მნიშვნელობით: უდანაშაულო მსხვერპლი.

მოკასინები – ნადირის ტყავის რბილი ფეხსაცმელი; იცვამენ ინდიელები.

.აბუეტი – შტერი, ჩერჩეტი.

.მეუდაბნოე – ბერი, რომელიც ხალხისგან შორს, განცალკევებით ცხოვრობს.

.დაფასოებული – მცირე ზომის ნაწილებად დაყოფილი და გასაყიდად გამზადებული (პროდუქტი) .

.კამოდი – გამოსაწევუჯრებიანი დგამი (თეთრეულისა და საოჯახო ნივთების შესანახად).

გაცქაფული – სულგანაბული, დაყურადებული.

.მოფსრიტული -პატარა და გამხდარი.

.სერვილადი – ძეხვის სახეობა.

.ტაბლა – დაბალი მაგიდა.

ცეცხლის კალოში ვაყენებ – ძალიან ვაწვალებ, ვამწარებ.

ნახალოვკა – თბილისის ერთ-ერთი უბანი-ნაძალადევი.

.ოთურმა – საბავშვო თამაშობა:ბავშვები ერთმანეთის უკან დგებიან წახრილები; ბოლოშჳ მყოფი გამოიქცევა და წინ მდგომებს გადაახტება, შემდეგ თვითონაც წაიკუზება ყველაზე წინ; ახლა მეორე ბავშვი გადაახტება და ასე რიგრიგობით.

საკვირაო სკოლა – ეკლესიასთან   არსებული სასწავლებელი, რომელშიც მეცადინეობა კვირადრეებში მიმდინარეობდა.

პიკნიკი – ქალაქგარეთ ჯგუფურად გასეირნება (ჩვეულებრივ საჭმელ-სასმლით).

.არისტოკრატი – დიდგვაროვანი

.ანატომია – ადამიანის აგებულების შემსწავლელი მეცნიერება.

IV

კლავესინი – ძველებური კლავიშებიანი მუსიკალური საკრავი, ფორტეპიანოს წინამორბედი.

კულისებში – სცენის უკან

.გარისხული – განდევნილი, გაძევებული.

შინაყმა – ბატონის კარზე მყოფი უსახლკარო ყმა (შინა სამსახურისათვის).

ბებია – ბებიაქალი, რომელიც ქალს ეხმარება მშობიარობის დროს.

.სხვადასხვა წოდება – თავადი, აზნაური, გლეხი.

სათვალდათვალოდ – თვალნათლივ, აშკარად.

გაუსხლეტლად – გაუქრობლად

ძვირად  – იშვიათად

.მიხიზნული – მიმალული თავის შეფარების მიზნით.

.გამაცეცეს – გამაოცეს, დამაბნიეს, გამაოგნეს, გამაკვირვეს.

შენი რისხვა ნუ მომეცემა – ფიცია ერთგვარი;ეტყვიან მეორე პირს როცა უნდათ დააჯერონ ნათქვამის სიმართლეში.

ჩქიფი – პატარა ტოტი ხისა.

ხელაობა – ხელით (ანკესის, ბადის გამოუყენებლად ) თევზის ჭერა.

ჯილე – ღრმული მდინარის ნაპირას.

.დაასხვერტებს – დასცემს, დაანარცხებს, დააწყვეტს, დაახეთქებს.

.ჩერო – ჩრდილი

დანასობია  – საბავშვო თამაშობა:დანას (ჩვეულებრივ დასაკეც დამას) ისე ისვრიან, რომ მიწაში ჩაესოს. დანას ისვრიან ხელისგულიდან, კბილებით და სხვ.,-დანაობა.

კენჭობია – საბავშვო თამშობაა ხუთი კენჭით:მოთამაშე ოთხ კენჭს ძირს დადებს, მეხუთეს ზევით აისვრის და მის დაჭერამდე  უნდა მოასწოს ძირს დადებული კენჭების აღება (ჯერ თითო-თითოდ, მერე ორ-ორისა და ა შ). კენჭებს იღებენ სხვადასხვა ხერხით.

სამოახლო – მოახლეების  სამყოფელი, საცხოვრებელი.

.მწიგნობარი – წერა-კითხვის მცოდნე.

მოხელსაქნარე – ხელსაქმის (კერვის, ქსოვის, ქარგვის…)მცოდნე

საარაკო – არაჩვეულებრივი, საოცარი, სამაგალითო.

მექონი – მქონე

ზნე – ხასითი, ბუნება, თვისება.

.ალილო – შობის წინა ღამეს ახალგაზრდების მისალოცად კარდაკარ სიარული და ,,ალილოს” სიმღერა.

ჭონა – აღდგომის წინა დღეს კარდაკარ სიარული სიმღერით მისალოცად და კვერცხის შესაგროვებლად.

ყორე – უკიროდ, უტალახოდ ნაგები ქვის კედელი.

.ეგზამენი  – [ლათ.]გამოცდა, ვისიმე ცოდნის გამორკვევა.

პოპეჩიტელი – [რუს.] ადამიანი, რომელიც მფარველობდა სკოლას,-მზრუნველი.

განკითხვის დღე – ადამიანთა საყოველთაო გასამართლების,  მეორედ მოსვლის დღე, როდესაც ყველას პასუხი მოეთხოვება თავისი საქციელისათვის.

ჩააყენეს თონეში – შავ დღეში ჩააგდეს,-ბევრი რამ ჰკითხეს.

.სტოლი – [რუს.] მაგიდა.

მაიდანი (მეიდანი) – ძველი თბილისის ერთ-ერთი აადგილის სახელი.

.თქვენო აღმატებულებავ – დიდი მოხელისადმი მიმართვის ფორმა.

.კაკანათი – ჩიტების საჭერი ერთგვარი მახე.

ალვახაზი – ნადუღი თაფლისაგან გაკეთებული საახალწლო ტკბილეული.

.ბადია – ლითონის დიდი ჯამი.

ტაბაკი – ხის მოზრდილი სინისმაგვარი თეფში, ხმარობენ, ჩვეულებრივ, ხორბლის სარჩევად.

ბოლთის ცემა – წინ და უკან  მოკლე მანძილზე სიარული.

.ყიზილბაში – ასე უწოდებდნენ სპარსელ დამპყრობლებს (სიტყვა ყიზილბაში თურქულად ,,წითელ თავს”, ,,წითელქუდიანს” ნიშნავს) .

ყაენი – სპარსეთის მეფის ტიტული.

ჯირითი – ცხენოსნობაში შეჯიბრების ერთ-ერტი სახე-ორი გუნდიდან რიგრიგობით გამოდიან მხედრები, ერთიმეორეს ესვრიან პატარა ჯოხს მორტყმის ადგილის მიხედვით ეწერებათ ქულები.

ყაბახობა – სამიზნედ დადგმულითასი (ჩვეულებრივ ძვირფასი ლითონისა), რომელსაც მოჯირითენი ცხენდაცხენ ესროდნენ ისარს და ვინც მოახვედრებდა და ჩამოაგდებდა, ჯილდოდ ამ თასს იღებდა.

აინუნშიაც არ მოსდის –  არაფრად აგდებს.

ლეჩაქი – ქართული თავსაბურავი ქალისა, აბრეშუმის წმინდა ბადისებრი ქსოვილი.

ამღა, ახიალა – ხევსურეთის სოფლები

.შამილი – 1797-1871 კავკასიის მთის ხალხების თავისუფლებისთვის ბრძოლის მეთაური.

ლაშარი – ფშ ვის მთავარი სალოცავი.

არხოტი – ხეობა ხევსურეთში.

V

.უფლისციხე – ისტორიული ციხე-ქალაქი ქართლში, გორთან.

.ლელო – ბურთის თამაშში -დათქმული ადგიი, სადაც მოწინააღმდეგემ ბურთი უნდა მიიტანოს.

,,ხელი ხმალს იკარ”, მრავალჟამიერი” – ქართული ხალხური სიმღერები.

ჩანგი – სიმებიანი სამუსიკო საკრავი.

.სანატორია (სანატორიუმი) – სამკურნალო-დასასვენებელი დაწესებულება, ჩვეულებრივ, საკურორტო ადგილზე.

.კალანდა – ასე ეძახიან ახალ წელს გურიაში.

გრძნეული – ჯადოქარი *.

.გუბაზოული – მდინარე გურიაში.

წყავი – მარადმწვანე ბუჩქი (ზოგჯერ ხედ იზრდება); აქვს ტყავისებრი, პრიალა ფოთლები.

VI

საფანელი – ცომის გუნდის ამოღების დროს ვარცლზე (ცოლის მოსაზელ ხის ჭურჭელზე) მოსაყრელი ფქვილი, რომ ვარცლს გომი არ მიეკრას.

.ძირი ფუტკარი – რაც ერთ სკაში თავსდება (ფუტკარი), – ოჯახი.

.ხონთქარი – ოსმალეთის მეფე სულთანი.

VII

ჯაზეირი – ძველებური პირფართო და გრძელი თოფი.

ტოტი – ზოგი ცხოველის, ნადირის ფეხი, – თათი, ტორი.

.იალაღი – საზაფხულო საძოვარი მთაში.

ქასქასებენ – ქაქანებენ, აჩქარებულად, ხმაურით პირღია სუნთქავენ (დაღლილონისა ან სიცხისაგან).

ანდამატი – მაგნიტი

ისაკლისებს – ვისიმე ან რისიმე დანაკლისს იგრძნობს, თვალში დააკლდება (ვინმე, რამე).

სადგური  –  საცხოვრებელი, სამყოფი (ადგილი, ნაგებობა…).

.ყურზე ხელი არა მოიკიდა  – არც კი მომისმინა.

.ნაგალა – პატარა ტანისა.

ბუჩაობა – რქენა (პატარა რქოსანი საქონლისა).

VIII

სემინარია – სასულიერო სასწავლებელი ძველად.

.დავრდომილი – დაუძლურებული; ლოგინად ჩავარდნილი.

რას აქნევენ  – რაში სჭირდებათ, რაში გამოიყენებენ.

ფრინველთა დეპუტაცია – სხვადასხვა ფრინველების წარმომადგენელთა ერთობლიობა.

.თუ არ ვიფთხვე – თუ არ გავფრთხილდი, თუ ფრთხილად არ ვიქენი.

არ ეპრიანება – არ მოსწონს, ეპიტნავება, ეჭაშნიკება.

.ლეში – მკვდარი ცხოველის სხეული, – მძორი.

წუთისოფელი – ეს ქვეყანა, ამქვეყნიური ცხოვრება.

.მახლას! – –გამოხატავს დანანებას, – აფსუს! რას იზამ, რა გაეწყობა.

მუსრს გავავლებდით – ერთიანად გავჟლეტდით.

ბარდები  – ბუჩქების ან ბალახეულის ერთმანეთში გადახლართული ღეროები.

.ჰყაყვავდა – მაღლა სწევდა, აშვერდა (თავს).

.აგვაბირებ – სურვილს აღგვიძრავ

ხორო  (სწორი ფორმაა ქორო) – გუნდი.

****************************************************************

ჩვენი ლექსიკონი:

მოაჯირი -კიბის , აივნის, ხიდის ნაპირზე გავლებული დაბალი ზღუდე

სულგანაბული – გაჩუმებული, გაყუჩებული.

გულითადი – ძალიან ახლობელი, ერთგული.

გამდელი – გამზრდელი.

შეფიქრიანდა – ჩაფიქრდა, საგონებელში ჩავარდა.

***

ხელმოცარული – ვისაც საქმე ცუდად წაუვიდა.

ხელმისაწვდომი – ადვილად მოსაპოვებელი; რაც შეიძლება ადვილად, იაფად იშოვონ.

ხელმოჭერილი – ხარჯვაში გადაჭარბებით ზომიერი.

ხელმოკლე – ღარიბი, უქონელი.

ხელმრუდე – წვრილ-წვრილ ქურდობაში შემჩნეული ადამიანი.

ხელსაყრელი – სასარგებლო, სახეირო, შესაფერი, სათანადო.

ხელსწრაფი – მარდი, მარჯვე, ხელმარჯვე.

ხელგაშლილი – ვისაც ფულის ხარჯვა, სხვების პატივისცემა, გამასპინძლება უყვარს; უხვი, პურადი.

***

თვალაბმული – ვინც ვერაფერ ხედავს, ვერაფერს ამჩნევს.

თვალადი – კარგი გარეგნობა, შესახედაობა.

თვალმიუწვდენელი -ძალიან მაღალი.

თვალზომა –  მანძილის თვალით გაზომვის უნარი.

თვალთმაქცი – ცბიერი, ეშმაკი, მატყუარა.

თვალისმომჭრელი – 1.ბრწყინვალე, მოელვარე; 2. ძალიან ლამაზი, წარმტაცი, მომხიბლავი.

თვალნათლივ – ცხადად, ნათლად, თვალსაჩინოდ, აშკარად.

თვალტანადობა -კარგი გარეგნობის მქონე.

თვალჩაუწვდენელი – ძალიან ღრმა.

თვალწარმტაცი – მეტად სასიამოვნო შესახედაობის, ძალიან ლამაზი, მომხიბლავი.

თვალდათვალ – თვალწინ, აშკარად, ცხადად,  შესამჩნევად.

თვალსაწიერი – უშორესი ადგილი, სადამდეც ადამიანის თვალი სწვდება; მხედველობის არე.

****************************************************************

ფრაზების გუდა

ფრაზეოლოგიზმები

(სიტვები წინადადებებში, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით კი არ გაიგება  არამედ – გადატანითი მნიშვნელობით):

მასზე მზე ამოსდის – ძალიან უყვარს

გული ზედ შეუვარდა  – მოეწონა.

თვალი ზედ დარჩა  – მოეწონა/ შეხედა?

არაქათი აღარ მაქვს – დავიღალე.

ხმა გააგდო – ხმა გაავრცელა.

გულიდან ამოვიღე – დავივიწყე.

მაგ.: ახლა კი თქვენ თვითონ, თქვენი სიტყვებით გადმოეცით აზრი:

კარგა ხანმა განვლო

ამას წინათ

ღვიძლი შვილი

ფიქრი არაფრისა ჰქონდათ

თვალებად გადაიქცა

რა წამს იგდონ ხელში მოხერხებული დრო

გულის წასვლა

ამ გზით ვერაფერს გახდა

ხერხს მიმართა

ხმა დააგდო

პურმარილით დავალებული

იმედს არ ჰკარგავდა

შვება მისცა

კარგ გუნებაზე მოიყვანა

ქუდზე კაცი

***

გულზე დააწვა – დადარდიანდა.

გულზე ცეცხლი მოეკიდა – ძალიან გაბრაზდა.

ავ თვალს არ ენახვება – ძალიან ლამაზია.

გული ეუბნება – გრძნობს.

მხარში ამოდგომა – დახმარება, შველა.

გულიდან ამოიგლეჯს  – დაივიწყებს.

გული ერჩის – ძლიერია, გულადია.

პირში ჩალას გამოავლებს – მოატყუებს.

მეცამეტე გოჭი – არამკითხე, მეტიჩარა.

ტალახში ამოსვრა – შერცხვენა.

***

გულის გადაბრუნება – შეშინება

გულის გადაყოლება – გართობა.

გულის გადაშლა – საიდომლოს თქმა.

გულის გაკეთება – გამხნევება.

გულის გატეხა – იმედის დაკარგვა.

გულის გაწყალება – თავის მობეზრება.

გულის დადება – კარგად, მუყაითად გაკეთება.

გულის დალევა – მოთმინების დაკარგვა.

გულის მობრუნება – წყენის დავიწყება.

***

თაგვი კუდს ვერ მოიბრუნებს – ძალიან სივიწროვეა.

თავზე ლაფის დასხმა – შერცხვენა.

თავი არა აქვს – არ შეუძლია.

თავი ქუდში აქვს – კარგად არის, საიმედო მდგომარეობაშია.

თავის შექცევა- გართობა.

თავში ბზე უყრია – ჭკუა არა აქვს, სულელია.

თაზე ბუზს არ ისვამს – ამაყია, ამპარტავანია.

თავი მოაქვს -თავი მოსწონს, ამაყობს.

თავში ავარდნა – ამაყია, ამპარტავანია.

***

ენა უჭრის – კარგი ლაპარაკი იცის.

ენაზე ადგას – იცის და ვერ მოუგონებია.

ენაზე კბენა – წამოცდენა და სინანული.

ენაზე კბილის დადგმა – გაჩუმება, დადუმება.

ენამ უყივლა – წინასწარ თქვა ის, რაც ახდა.

ენის ადგმა – ლაპარაკის დაწყება.

ენას აყოლა – ჭორების დაჯერება.

ენის დატკბობა – ტკბილად ლაპარაკის დაწყება.

ენის დაგრძელება – ბევრი ლაპარაკი.

ენად გადაქცევა – კარგი ლაპარაკი იცის.

დათვური სამსახური – ბრიყვულად გაწეული სამსახური,რომელსაც განზრახული სიკეთის ნაცვლად ზიანი და უსიამოვნება მოსდევს.

********************************************************************

სიტყვების სკივრი

როგორ ადამიანებს ვუწოდებთ ასე?:

ცანცარა

ქვეშქვეშა

დაღლარა

კაპარჩხანა

ბაჯაჯგუნა

როხროხა

კუდაბზიკა

წყალწაღებული

თავჩაღუნული

***

ქვემოთ მოცემულია სიტყვები, რომლებიც აღნიშნავენ სიცილს და ტირილს, მაგრამ სხვადასხვაგვარად, დაალაგეთისინი გამოხატულების სიძლიერის მიხედვით:

სლუკუნი   ღრეჭა   კისკისი  წამოტირება   ჩაცინება   აცრემლება   ხარხარი   აჩვილება   ქვითინი   ტირილი   მოთქმა   ფხუკუნი   სიცილი   აღრიალება   ფრუტუნი   ხითხითი    ღიმილი    ჩაბჟირება   აბღავლება   ქირქილი ცრემლად გაღვრა     გულის ამოჯდომა     სიცილის წამოსკდომა

***

დამახასიათებელი სიტყვები:

ანცი   მოჩხუბარი   მოსიყვარულე   მხიარული   ცელქი   დაუდეგარი   მოუსვენარი   ჭკვიანი    დინჯი   მოლაპარაკე   მოხითხითე       უხასიათო    მოღუშული   ცნობისმოყვარე   საინტერესო   უინტერესო   ბოროტი   მატყუარა    ღვთისმოყვარე   უჯიათი   ჯიუტი   საძაგელი    საყვარელი    ბუთხუზა   დამყოლი   დამჯერე    დაუჯერებელი   გულთბილი   კეთილი   უგულო   უცნაური    ყურადღებიანი   უყურადღებო   დაფიქრებული   დაუფიქრებელი    გონიერი   თავაზიანი   ფიქრიანი   სევდიანი   სერიოზული   დიდებული   თავნება   გულუბრყვილო

***

იპოვე მსგავსი მნიშვნელობის სიტყვები, ანუ სინონიმები:

მაგ.1.დარდი    ნაზი   კუდაბზიკა    ზვიადი   კეკლუცი   კაპასი   კოპწია   ამპარტავანი   აზიზი    კოხტა    ტურფა   აშარი   სათუთი   დიდგულა    მოხდენილი   მედიდური   ბრაზიანი   უკადრისი    სევდა    ყოყოჩა    კაპარჩხანა   მშვენიერი   მწუხარება    ნაღველი   ყოყლოჩინა    აფთარი    მზეთუნახავი   ჭმუნვა   გოროზი    ჭირვეული    შნოიანი    ურვა   თვალტანადი    ჭინჭყლი    ქედმაღალი   კაეშანი    ასპიტი    ჯავრი    ვარამი.

მაგ.2.გულმოდგინე    პურობა    მიტევება   მუსაიფი    დღეობა    შენდობა    მუყაითი    შეწყალება    ბაასი    მშრომელი    ქეიფი    შეწყნარება    მეჯლისი    მასლაათი   მუდარა    შრომისმოყვარე   ნადიმი    საუბარი   მეცადინე    ნმა   ხვეწნა   ტიკტიკი    ღრეჯა   სერობა   თავგამოდებული    ღრეობა   ვედრება    შექცევა   გამრჯე    აჯა   წვეულება.

***

მოცემული სიტყვებიდან:

გონება   გრძნობა     გული კამათი   იარაღი    ვერცხლი    საჭმელი    ზიარება   ნიავი    მოგება    სიტყვები     სანთელი   ოფლი    საცერი    პასუხი    საიდუმლო    ქვეყნები    სისხლი    ღამე    ცრემლი   ხმა   შეხვედრა    წყალი   ჰაერი

რომელი სიტყვები შეესაბამება შემდეგს სამიდან?

1.ცივი                                               2. ცხარე                               3. წმინდა

*************************************************************

შედგენილია  მე-5 კლასის ქართულის წიგნის მიხედვით.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: