მათემატიკური კონკურსი ,,მოაზროვნე”

ყველაზე ორგანიზებული კონკურსი, რაც კი მინახავს.

აპრილის დასაწყისში მოსწავლეებს გადმოგვცეს ამოცანები (10 ამოცანა), რომლებიც დამოუკიდებლად უნდა დაგვემუშავებინა ერთი თვის განმავლობაში, კონკურს ქალაქის ერთ-ერთი დამოუკიდებელი სკოლა ატარებდა მე-5_მე-6 კლასელებისათვის;

თავიდან არ ვაპირებდი მასში მონაწილეობას, მაგრამ მასწავლებლის და მშობლების დაჟინებული თხოვნის შემდეგ (ორგანიზატორები-საქართველოს მათემატიკოსთა კავშირი და საქართველოს მექანიკოსთა კავშირი), ბოლო დღეებში ამოცანებს ჩავუჯექი და ამოხსნები გავაგზავნე. ამოცანები ფასდებოდა 1-5 ქულით.
ყველაში, გარდა ერთისა მაქსიმალური ქულით შემაფასეს. ის ერთი კი მე-8 ამოცანა იყო -შეფასებით-0 .

ამოცანები: 

1. (V-VI) რა ნატურალური რიცხვი უნდა გავამრავლოთ 333667–ზე რომ მივიღოთ მხოლოდ 7–ებით ჩაწერილი ნატურალური რიცხვი?

(VI) იპოვეთ ორი მაინც ასეთი რიცხვი. რამდენი ასეთი რიცხვი არსებობს?

2. (V-VI) ზესტაფონიდან თბილისისკენ დილის 9 საათზე გავიდა სატვირთო ავტომობილი, რომლის სიჩქარეა 60 კმ/სთ-ში. ზუსტად იმავე დროს თბილისიდან ზესტაფონისკენ გავიდა მსუბუქი ავტომობილი, რომლის სიჩქარეა 90 კმ/სთ–ში. რომელ საათზე იქნება მათ შორის მანძილი უფრო ნაკლები, თერთმეტის 15 წუთზე თუ თერთმეტს რომ დააკლდება 15 წუთი? ცნობილია, რომ ქალაქებს შორის მანძილი 210 კილომეტრია.

3. (V-VI) 24 ხაჭაპურის გამოსაცხობად საჭიროა 5 კგ ფქვილი და 5 კგ 500 გრ ყველი. რა ჯდება 1 ცალი ხაჭაპურისათვის საჭირო ნედლეული, თუ 1 კგ ფქვილი ღირს 80 თეთრი, ხოლო 1 კგ ყველი ღირს 5 ლარი და 60 თეთრი?

4. (V-VI) პატარა ანამ ქაღალდის ფურცელი დახია 4 ნაწილად. შემდეგ ქაღალდის ნაკუწებიდან ერთ–ერთი კვლავ 4 ნაწილად დახია. მან ეს საქციელი შეწყვიტა მაშინ, როცა ქაღალდი 40 ნაწილად დაქუცმაცდა. რამდენჯერ დაუხევია ანას ქაღალდი 4 ნაწილად? (VI) შესაძლებელია თუ არა, რომ მიღებული ნაკუწებზე იგივე ქმედების რამდენჯერმე გამეორებით მივიღოთ ქაღალდის 80 ნაკუწი?

5. (V-VI) ტივი A პუნქტიდან B პუნქტამდე ჩასვლას 5 საათს და 20 წუთს ანდომებს, ხოლო კატერი 3 საათს და 20 წუთს. რამდენ ხანში დაეწევა კატერი ტივს, თუ ის A პუნქტიდან გამოვა ტივის გამოსვლიდან 1 საათის შემდეგ?

6. (V-VI) 2010 ცალი ნატურალური რიცხვის ჯამია 2011. რისი ტოლია ამ რიცხვების ნამრავლი?

(VI) 2010 ცალი ნატურალური რიცხვის ჯამია 2012. რისი ტოლია ამ რიცხვების ნამრავლი?

7. (V-VI) სკოლაში 260 გოგონა და 240 ვაჟია. გოგონების საშუალო ასაკი 12 წელია, ვაჟებისა კი 13 წელი. რისი ტოლია სკოლის ყველა მოსწავლის საშუალო ასაკი?

8. (V-VI) კვადრატული ფორმის ფურცელი მოკეცეს შუაზე, მიღებული მართკუთხედი კვლავ მოკეცეს შუაზე. მიღებული კვადრატი გაჭრეს მაკრატლით სწორი ხაზის გასწვრივ. შესაძლებელია თუ არა, რომ თავიდან აღებული ფურცელი გაიყოს:

ა) 2 ნაწილად; ბ) 3 ნაწილად; გ) 4 ნაწილად; დ) 5 ნაწილად?

9. (V-VI) 9X16 მართკუთხედი გაყავით ორ ნაწილად ისე, რომ მიღებული ნაწილებისაგან ააწყოთ კვადრატი.

10. (V-VI) მაღაზიაში იყიდება შოკოლადის ფიგურები, რომლებსაც ინგლისური ანბანის ფორმა აქვთ. ერთნაირ ასოებს ერთნაირი ფასი აქვთ, სხვადასხვა ასოებს კი სხვადასხვა. ცნობილია, რომ იმ ასოების ღირებულება, რომელთაგანაც შედგენილია სიტყვა ONE არის 6 დოლარი, იმ ასოების ღირებულება, რომელთაგანაც შედგენილია სიტყვა TWO არის 12 დოლარი, ხოლო სიტყვა ELEVEN–ის შემადგენელი ასოების ღირებულებაა 22 დოლარი. რა ღირს სიტყვა TWELVE?

თითოეული ამოცანა ფასდება 5 ქულით.

***

მე-2 ტურში გასულთა ვინაობა ერთ კვირაში გაირკვა და 12 მაისს მეორე ტურზე წასვლა მომიწია (ისევ 38 გრადუს სიცხიანს; დამებედა კონკურსებზე).

ამ ტურში 7 ამოცანა იყო:

ამოცანა N1

იმ ოთხნიშნა რიცხვებს შორის, რომელთა ციფრთა ჯამი 12-ის ტოლია, რამდენით მეტია უდიდესი უმცირესზე?

ამოცანა N2

რომელიღაც რიცხვი გაამრავლეს 4649–ზე და მიიღეს მხოლოდ 2-იანებით ჩაწერილი რიცხვი. იპოვეთ ერთი მაინც ასეთი რიცხვი.

ამოცანა N3

12345601234560123456 რიცხვიდან ამოშალეთ 10 ციფრი ისე, რომ დარჩენილი რიცხვი აღმოჩნდეს ყველა შესაძლო შემთხვევებს შორის ა) უდიდესი; ბ) უმცირესი.

იპოვეთ მიღებული რიცხვების ნამრავლი.

ამოცანა N4

ავტომობილი მოძრაობს 120 კმ/სთ სიჩქარით. რისი ტოლი იქნება მისი სიჩქარე, თუ ის ყოველ კილომეტრს 10 წამით უფრო სწრაფად გაივლის?

ამოცანა N5

კუ ყოველ 3 წუთში 15 სანტიმეტრს გადის და ყოველი 6 მეტრის გავლის შემდეგ 5 წუთს ისვენებს. რა დროში გაივლის კუ 30 მეტრს?

ამოცანა N6

შვიდი ძაღლი ერევა ერთ მგელს, ხოლო შვიდი მგელი ერევა სამ დათვს. რა უმცირესი რაოდენობის ძაღლია საჭირო ერთი დათვის მოსაგერიებლად?

ამოცანა N7

ქარსაცავ ზოლში ერთ რიგად დარგეს ხეები. ერთი წლის შემდეგ ყოველი ორი ხის შორის დარგეს თითო ხე. კიდევ ერთი წლის შემდეგ ყოველი ორი ხის შორის კვლავ თითო ხე დარგეს. რამდენი ხე დაურგავთ თავდაპირველად, თუ საბოლოოდ დარგული აღმოჩნდა 1197 ხე?

***

დასკვნითი ტურის შედეგები  და რაც მთავარია შეფასების კრიტერიუმები ინტერნეტში მალევე დადეს და აღმოჩნდა, რომ  ყველაზე ადვილი1-2 საკითხის ამოხსნები არ მქონდა გადათეთრებული, ე.ი. დავკარგე 10 ქულა და სიაში მესამე აღმოვჩნდი.

შედეგები

დაჯილდოების ცერემონიალი ყველაზე  საინტერესო იყო, პირველ რიგში ის დაემთხვა კომაროვი-ვეკუა-რაზმაძის მათემატიკის კონკურსის პირველ ტურს ( რომელშიც შარშან პირველი ადგილი ავიღე), კონკურსის შემდეგ ანაბასისის დაჯილდოებაზე დაგვიანებით მივედი, დამხვდა უამრავი ბავშვი, მშობელი, თბილისიდან ჩამობრძანებული საპატიო სტუმრები

Guests

და რაც მთავარია საჩუქრები 🙂.

***

განსაკუთრებით სასიხარულო იყო კომაროვის ყოფილი დირექტორის ბატონი გელას გაცნობა, რომელმაც ბევრი თბილი სიტყვა მითხრა

 

(როგორც გვითხრეს  ნამუშევრები მან გაასწორა)

საჩუქრად ის წიგნი, რომელიც დიდ ხანია მინდოდა

და სხვა საჩუქრები.

ანაბასისის დირექტორი -ქ.ნი ქეთევანი

გამარჯვებულები

გამარჯვებულები, მონაწილეები და საპატიო სტუმრები თბილისიდან

ასე რომ თუ გიყვართ მათემატიკა, გინდათ საინტერესო ადამიანების გაცნობა და საჩუქრების მიღება, პირველ რიგში შეგიძლიათ აქ მოყვანილი ამოცანები ამოხსნათ და მათემატიკის წიგნებს ჩაუჯდეთ.
გისურვებთ წარმატებებს!
თქვენი მზიკო :)))

This slideshow requires JavaScript.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: