Archive for March 2012

ჩაღლარის III რესპუბლიკური ოლიმპიადა მათემატიკაში IVკლასელთათვის

March 28, 2012

10.03.2012 -ში, საქართველოს მასშტაბით ექვს ქალაქში  ჩატარდა

ჩაღლარის III რესპუბლიკური ოლიმპიადა მათემატიკაში IVკლასელთათვის

ორგანიზატორი: ჩსდ სკოლა-ლიცეუმი “სხივი”
მონაწილეობა ირაკლიმაც მიიღო (ჩემი ძმა) :)))

მონაწილეობის მიღება შეეძლოთ  საქართველოს ნებისმიერი სკოლის IV კლასის მოსწავლეებს, რისთვისაც წინასწარ გაიარეს რეგისტრაცია მათთვის სასურველ ცენტრებში, როგორც ადგილზე, ისე ინტერნეტით, ირაკლიმ ინტერნეტ რეგისტრაცია გაიარა.

სერთიფიკატები, პრიზები და სხვა წინასწარ იყო განსაზღვრული:

დაჯილდოება

A. სერთიფიკატი
1.85-100 ქულებს შორის I ხარისხის სერტიფიკატი

2.76-84 ქულებს შორის II ხარისხის სერტიფიკატი

3.60-75 ქულებს შორის III ხარისხის სერტიფიკატი

B. საჩუქრები

I ადგილი – ნოუთბუქი

II ადგილი – ველოსიპედი

III ადგილი – ფოტოაპარატი

IV- V ადგილი – MP 4 ფლეიერი

რეიტინგის მიხედვით ორმოცდაათი მოსწავლე დაჯილდოვდა უფასო, ერთთვიანი კურსებით მათემატიკასა და ინგლისურ ენაში.

(თუმცა დაჯილდოების ცერემონიალზე  ცვლილებები მოხდა).

gamoqveynda shedegebi

ასეთი მაღალი შედეგები ჯერ არცერთ კონკურსზე არ ყოფილა და სამწუხარო ისაა, რომ მიუხედავად იმისა ირაკლიმ 100-დან 92 აიღო (ისე 100-იც თავისუფლად შეეძლო) , პრიზი არ ერგო, ფაქტიურად პრიზები მის წინ დამთავრდა და მხოლოდ I ხარისხის სერტიფიკატს დასჯერდა.

***

ასე  რომ ირაკლი,  მართალია გული ძალიან დაგწყდა ველოსიპედზე (როგორც დედიკომ მითხრა), გილოცავ I ხარისხის სერტიფიკატს და გისურვებ მომავალში მაგ პრიზების მოგებას 🙂

შენი მზიკო

წესით სერტიფიკატი უნდა ეწეროს სერტიფიკატს  და არა სიგელი …

shedegebi

da testebi pasuxebit:ixilet
IV რესპუბლიკური ოლიმპიადის შედეგები

Advertisements

“ჩაღლარის” დაჯილდოების ცერემონიალი -2012

March 24, 2012

დემირელის სკოლაში დაჯილდოებაზე

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი

(მე-4 ადგილი საქართველოში 4144 მონაწილედან „ჩაღლარის“ ტესტირება – ტურნირში) _ 23-03-2012-ში:

საჩუქრად არაჩვეულებრივი პრიზებიდან

ციფრული ფოტოაპარატი, სერტიფიკატი, სხვა საჩუქრები და რაც მთავარია 2000$-იანი დაფინანსება მომავალ სასწავლო წელს.

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის დირექტორი_ მეჰმეთ სელიმ აიჰან და დირექტორის მოადგილე _ ნინო კავთიაშვილი.

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის დირექტორ  მეჰმეთ სელიმ აიჰანთან და დირექტორის მოადგილე ნინო კავთიაშვილთან ერთად :).

***

This slideshow requires JavaScript.

“ჩაღლარის” ტურნირში—მე-4 ადგილი

March 2, 2012

 2011 წლის 26 ნოემბერს  „ჩაღლარის“   ww.caglar.edu.ge  სასწავლო დაწესებულებების მიერ ორგანიზებულ ტრადიციულ ტესტირება-ტურნირში პრიზების გათამაშებით  მე-6 კლასელი მოსწავლეებისათვის––მე-4 ადგილი 4144 მონაწილედან :))).

www://docs.google.com/

პირველ ათეულს და რაიონის პირველადგილოსნებს გილოცავთ გამარჯვებას!

წინა ადგილები ჯობდა ამეღო, მაგრამ ესეც მაგრად მიხარია :)))

************

ტესტირება-ტურნირის ჯილდოები:

1 ადგილი – ლეპტოპი.

2-3 ადგილები –  ნეტბუკი.

4-5  ადგილები – ციფრული ფოტოაპარატი.

6-7 ადგილები –  ველოსიპედი.

8-9-10 ადგილები –   MP4.

პრიზები

ესეც  ჩემი ციფრული 🙂

მშვიდობით ლეპტოპო 😦

[იხ.წინა წლის დაჯილდოება]