Archive for the ‘განათლება’ Category

საერთაშორისო კონკურსი — კენგურუ 2012

June 10, 2012

KENGURU-2012

საერთაშორისო მათემატიკური კონკურსის ,,კენგურუ-2012″-ის შედეგები:

მე-3 ადგილი – კენგურუ 2012

ირაკლი მართალია მხოლოდ მე-9 ადგილზეა საქართველოში, მაგრამ საპრიზო ქულა აქვს. ყოჩაღ ირაკლი!!!

Advertisements

ჩაღლარის III რესპუბლიკური ოლიმპიადა მათემატიკაში IVკლასელთათვის

March 28, 2012

10.03.2012 -ში, საქართველოს მასშტაბით ექვს ქალაქში  ჩატარდა

ჩაღლარის III რესპუბლიკური ოლიმპიადა მათემატიკაში IVკლასელთათვის

ორგანიზატორი: ჩსდ სკოლა-ლიცეუმი “სხივი”
მონაწილეობა ირაკლიმაც მიიღო (ჩემი ძმა) :)))

მონაწილეობის მიღება შეეძლოთ  საქართველოს ნებისმიერი სკოლის IV კლასის მოსწავლეებს, რისთვისაც წინასწარ გაიარეს რეგისტრაცია მათთვის სასურველ ცენტრებში, როგორც ადგილზე, ისე ინტერნეტით, ირაკლიმ ინტერნეტ რეგისტრაცია გაიარა.

სერთიფიკატები, პრიზები და სხვა წინასწარ იყო განსაზღვრული:

დაჯილდოება

A. სერთიფიკატი
1.85-100 ქულებს შორის I ხარისხის სერტიფიკატი

2.76-84 ქულებს შორის II ხარისხის სერტიფიკატი

3.60-75 ქულებს შორის III ხარისხის სერტიფიკატი

B. საჩუქრები

I ადგილი – ნოუთბუქი

II ადგილი – ველოსიპედი

III ადგილი – ფოტოაპარატი

IV- V ადგილი – MP 4 ფლეიერი

რეიტინგის მიხედვით ორმოცდაათი მოსწავლე დაჯილდოვდა უფასო, ერთთვიანი კურსებით მათემატიკასა და ინგლისურ ენაში.

(თუმცა დაჯილდოების ცერემონიალზე  ცვლილებები მოხდა).

gamoqveynda shedegebi

ასეთი მაღალი შედეგები ჯერ არცერთ კონკურსზე არ ყოფილა და სამწუხარო ისაა, რომ მიუხედავად იმისა ირაკლიმ 100-დან 92 აიღო (ისე 100-იც თავისუფლად შეეძლო) , პრიზი არ ერგო, ფაქტიურად პრიზები მის წინ დამთავრდა და მხოლოდ I ხარისხის სერტიფიკატს დასჯერდა.

***

ასე  რომ ირაკლი,  მართალია გული ძალიან დაგწყდა ველოსიპედზე (როგორც დედიკომ მითხრა), გილოცავ I ხარისხის სერტიფიკატს და გისურვებ მომავალში მაგ პრიზების მოგებას 🙂

შენი მზიკო

წესით სერტიფიკატი უნდა ეწეროს სერტიფიკატს  და არა სიგელი …

shedegebi

da testebi pasuxebit:ixilet
IV რესპუბლიკური ოლიმპიადის შედეგები

“ჩაღლარის” დაჯილდოების ცერემონიალი -2012

March 24, 2012

დემირელის სკოლაში დაჯილდოებაზე

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი

(მე-4 ადგილი საქართველოში 4144 მონაწილედან „ჩაღლარის“ ტესტირება – ტურნირში) _ 23-03-2012-ში:

საჩუქრად არაჩვეულებრივი პრიზებიდან

ციფრული ფოტოაპარატი, სერტიფიკატი, სხვა საჩუქრები და რაც მთავარია 2000$-იანი დაფინანსება მომავალ სასწავლო წელს.

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის დირექტორი_ მეჰმეთ სელიმ აიჰან და დირექტორის მოადგილე _ ნინო კავთიაშვილი.

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის დირექტორ  მეჰმეთ სელიმ აიჰანთან და დირექტორის მოადგილე ნინო კავთიაშვილთან ერთად :).

***

This slideshow requires JavaScript.

“ჩაღლარის” ტურნირში—მე-4 ადგილი

March 2, 2012

 2011 წლის 26 ნოემბერს  „ჩაღლარის“   ww.caglar.edu.ge  სასწავლო დაწესებულებების მიერ ორგანიზებულ ტრადიციულ ტესტირება-ტურნირში პრიზების გათამაშებით  მე-6 კლასელი მოსწავლეებისათვის––მე-4 ადგილი 4144 მონაწილედან :))).

www://docs.google.com/

პირველ ათეულს და რაიონის პირველადგილოსნებს გილოცავთ გამარჯვებას!

წინა ადგილები ჯობდა ამეღო, მაგრამ ესეც მაგრად მიხარია :)))

************

ტესტირება-ტურნირის ჯილდოები:

1 ადგილი – ლეპტოპი.

2-3 ადგილები –  ნეტბუკი.

4-5  ადგილები – ციფრული ფოტოაპარატი.

6-7 ადგილები –  ველოსიპედი.

8-9-10 ადგილები –   MP4.

პრიზები

ესეც  ჩემი ციფრული 🙂

მშვიდობით ლეპტოპო 😦

[იხ.წინა წლის დაჯილდოება]

“ბიზნესის ჯგუფის” ოლიმპიადა-2011

August 16, 2011

ალბათ გაინტერესებს ,,ბიზნესის ჯგუფის” მიერ ჩატარებულ  სამეტაპიან  მათემატიკურ კონკურსზე (სამივე დასწრებული ტური), რომელშიც მე და ჩემი ძმა ვმონაწილეობდით.

,,ბიზნესისი ჯგუფი”   :

 ,,ბიზნესისჯგუფისაქართველოსმასშტაბითმათემატიკისოლიმპიადა BG Generation-ატარებს.ოლიმპიადა 5 თვითმმართველქალაქსადა 59 მუნიციპალიტეტშიერთდროულადგაიმართება. პროექტისმხარდამჭერიასაქართველოსსპორტისადაახალგაზრდობისსაქმეთასამინისტრო, გენერალურისპონსორიკავკასუსონლაინი, ხოლოოლიმპიადისამოცანებისშედგენასადაგასწორებასსაქართველოს 3 წამყვანიფიზიკამათემატიკურისკოლის (.. კომაროვი, ქუთაისისანდრიარაზმაძისსახელობის #41 დათბილისისვეკუასსახელობის #42) სკოლისმასწავლებლებიუზრუნველყოფენ. Read the rest of this entry »

მათემატიკური კონკურსი ,,მოაზროვნე”

August 16, 2011

ყველაზე ორგანიზებული კონკურსი, რაც კი მინახავს.

აპრილის დასაწყისში მოსწავლეებს გადმოგვცეს ამოცანები (10 ამოცანა), რომლებიც დამოუკიდებლად უნდა დაგვემუშავებინა ერთი თვის განმავლობაში, კონკურს ქალაქის ერთ-ერთი დამოუკიდებელი სკოლა ატარებდა მე-5_მე-6 კლასელებისათვის;

თავიდან არ ვაპირებდი მასში მონაწილეობას, მაგრამ მასწავლებლის და მშობლების დაჟინებული თხოვნის შემდეგ (ორგანიზატორები-საქართველოს მათემატიკოსთა კავშირი და საქართველოს მექანიკოსთა კავშირი), ბოლო დღეებში ამოცანებს ჩავუჯექი და ამოხსნები გავაგზავნე. ამოცანები ფასდებოდა 1-5 ქულით.
ყველაში, გარდა ერთისა მაქსიმალური ქულით შემაფასეს. ის ერთი კი მე-8 ამოცანა იყო -შეფასებით-0 .

ამოცანები: 

1. (V-VI) რა ნატურალური რიცხვი უნდა გავამრავლოთ 333667–ზე რომ მივიღოთ მხოლოდ 7–ებით ჩაწერილი ნატურალური რიცხვი?

(VI) იპოვეთ ორი მაინც ასეთი რიცხვი. რამდენი ასეთი რიცხვი არსებობს? Read the rest of this entry »

შეპირებული საჩუქარი

February 25, 2011

ადრე გიამბეთ, როგორ გავიმარჯვე და გავედი მათემატიკის კონკურსზე 2 ადგილზე და როგორ მწყდებოდა გული საგზურზე, რომელიც ვერ მოვიპოვე;

… და აი, როგორც იქნა,  ორი დღის წინ  დირექტორმა გადმომცა საზეიმოდ საჩუქარი – წიგნი , როგორიც უკვე მქონდა და პატარა  სათამაშოები… Read the rest of this entry »

კონკურსი ,,მოაზროვნე”

November 30, 2010

ქუთაისის  N17 საჯარო სკოლამ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ქალაქ ქუთაიის,  საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ქუთაისის მერის  მხარდაჭერით გამოცხადა  ონლაინ კონკურსი მათემატიკაში ,,მოაზროვნე”,
რომელიც  ორ ტურად ჩატარდა ;  პირველი ინტერნეტ- ტური და მეორე -დასწრებული ტური.

პირველი ტურიდან მაქსიმალური 10 ქულით გადავედი მეორეში .

ქუთაისში არაჩვეულებრივად გვიმასპინძლეს, ძალიან კარგი გარემო დაგვხვდა სამუშაოდ ასეულობით მოსწავლეს დასავლეთ საქართველოდან.

ნამუშევრები იქვე  გაასწორეს  და შესვენებაზე სკოლის დირექტორთან და თეატრის მსახიობებთან ერთად კარგადაც გავერთეთ 🙂

მოგვიანებით შედეგებიც გამოაცხადეს  და აღმოჩნდა,  რომ მაქსიმალური 15-დან 14 ქულა მოვიპოვე  🙂

(სამწუხაროდ ვერცერთმა მონაწილემ 15 ქულის მიღება ვერ მოვახერხეთ).

სკოლის დირექტორმა  ქალბატონმა  ირინე ჯგერენაიამ და ქუთაისის რესურსცენტრის უფროსმა ლადო პატარიძემ ეს მშვენიერი ენციკლოპედია

და სიგელები გადმომცდეს.

ჩემი დიპლომი


Read the rest of this entry »

ამერიკელი მოხალისე ჩემს კლასში :)

October 10, 2010

ამერიკელი მოხალისე მასწავლებელი 25 წლის ქეით მორი ჩემს სკოლაში.

Read the rest of this entry »

15 სექტემბერი 2010

September 15, 2010

სასწავლო წელი გახსნა დირექტორმა, იყო უამრავი საპატიო სტუმარი, სიტყვით გამოვიდა რესურსცენტრის უფროსი, მაგრამ მიკროფონმა აურია და ვეღარაფერი გავიგეთ; მერიამ კი კომპიუტერებით 100% გრანტიანები დააჯილდოვა

ჩემთვის ყველაზე სასიხარულოა ის, რომ ჩვენს სკოლაში ამერიკელი მოხალისე, Read the rest of this entry »